პროექტის სახელწოდება: დაძმობილება ფრანგ თანატოლებთან.
პროექტის მთავარი იდეა: ფრანგ თანატოლების გაცნობა და დამეგობრება.
სხვადასხვა ენის , ისტორიისა და კულტურის მქონე ახალგაზრდებს შორის
მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების დამყარება.
პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები გაეცნობიან ფრანგი მეგობრების ყოფა–
ცხოვრებას, სასწავლო გარემოს საფრანგეთის ისტორიასა და კულტურას.
პროექტის მიზნები: ამ პროექტის მიზანია რომ მოსწავლემ შეძლოს ფრანგულ
ენაზე მეტყველება,წარმატებული კომუნიკაცია ფრანგული კულტურის წარმო–მადგენლებთან ,ფრანგული კონტექსტებისა და ტექსტების გაგება,ენობრივ კულ–
ტურული თვითმყოფადობის დაფასება და პატივისცემა,ინტერესი უცხო სამყაროს მიმართ.
მოსწავლეები გაეცნობიან საფრანგეთის მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლებს.
პროექტის შედეგები: მოსწავლეები მიაღწევენ ,რომ შევიდნენ უცხო სამყაროში.
გაეცნონ ცხოვრების განსხვავებულ წესებს, ტრადიციებს, ღირებულებებს.
მათ გაუღრმავდებათ კულტურული კუთვნილების განცდა, ისწავლიან საკუ–
თარი და უცხო კულტურის დაფასებას. ისინი გაეცნობიან ფრანგ თანატოლთა
სულიერ სამყაროს და ამ გზით შეძლებენ განიცადონ საკუთარი და სხვისი
ინდივიდუალობის განუმეორებლობა .
საგანი და პროცედურები:გამოყენებული იქნება განმავითარებელი შეფასება
წინასწარი ცოდნა: მოსწავლეები საუბრობენ ფრანგულ ენაზე .მოსწავლეებმა იციან , რომ საფრანგეთი მდებარეობს ევროპის
სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში.მისი დედაქალაქია პარიზი. საფრანგეთს ჰყავს
მრავალი გამოჩენილი ადამიანი და საზოგადო მოღვაწე.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:სახელმძღვანელო Bien joue 1
ინტერნეტი :Google chrome, სოციალური ქსელები Face book,Skype.
თაბახის ფურცლები ,მარკერები.
სასწავლო პროექტის მსვლელობა: ხდება მოსწავლეთა დაყოფა3 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფში აირჩევენ ლიდერს.
მოსწავლეები სოციალური ქსელების საშუალებით გაიცნობენ ფრანგ თანატოლებს სხვადასხვა ქალაქებიდან დადაუმეგობრდებიან .
ქართველი და ფრანგი მოსწავლეები ერთმანეთში ფრანგულ ენაზე. უზიარებენ
აზრებს ფრანგული და ქართული სკოლების შესახებ . ქართველი მოსწავლეები
განუმარტავენ, რომ თბილისში არსებობს ალ. დიუმას სახელობის ფრანგული
კულტურის ცენტრი საიდანაც მოიპოვებენ სასწავლო რესურსებს.
I-ჯგუფი და ფრანგი მეგობრები.
გადაუღებენ სურათებს თავიანთი ქალაქებისა და სოფლის ისტორიულ ძეგ–
ლებსა და ღირშესანიშნაობებს და ინტერნეტის საშუალებით უგზავნიან ერთ–
მანეთს ქმნიან საკუთარი ქალაქების რუკებს , საუბრობენ თავიანთი ქვეყნებისა
და ქალაქების ისტორიაზე.
II-ჯგუფი და ფრანგი მეგობრები.
ერთმანეთს აწვდიან ინფორმაციას თანამედროვე ქართველი და ფრანგი მწერ–
ლებისა და პოეტების შესახებ .
მოიძიებენ ქართული და ფრანგული კერძების რეცეპტებს და უგზავნიან ერთმანეთს.
III-ჯგუფი და ფრანგი მეგობრები.
საუბრობენ ქართული დაფრანგული არქიტექტურის შესახებ,კეძოდ კი სახლებ–
ზე .უღებენ სურათებს სხვადასხვა სტილის სახლებს დაახდენენ შედარებას.
ქართველი მოსწავლეები ართმევენ ინტერვიუს ფრანგულ მოდაზე ,სუნამოზე,
კინოფილმებზე.
ყველა ქართველი მოსწავლის ოცნებაა პარიზში მოგზაურობა. ფრაგი მოსწავ–ლეები გზავნიან პარიზის ღირშესანიშნაობებისა დაისტორიული ძეგლების სუ–
რათებს . ქართველი ბავშვები კი––თბილისის ხედებსა გეგმას.
მონაწილეთა ასაკი: 17–18 წელი.
ვადები ხანგრძლივობა:2 თვე.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
ისტ. იყენებს ისტ–ის საშუალებებს სხვებთან თანამშრომლობისათვის .
გეოგრაფია:შეადგენს რუკებს ,დაადგენს კოორდინატებს.
ისტორია: აღწერს ისტორიულ მოვლენებს.
მოსწავლეებს გაუძლიერდებათ ფრანგული ენის შესწავლის სურვილი,
გაუღრმავდებათ კულტურული კუთვნილების განცდა.
პროექტის ხელმძღვანელი : მარეხი ბრეგვაძე.